მამუკა ბახტაძე: საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი

„მომავალი წლის პირველი იანვრიდან ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მისცემს საერთაშორისო კომპანიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან დაიწყებენ ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ბიზნესის კეთებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა ინიციატივებზე დეტალურად თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრებს.
“სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ისტორიული როლი და ეს უნდა იყოს ჩვენი ადგილიც გლობალურ ეკონომიკაში. საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი. ამ რეფორმამაც ძალიან დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები