“დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით შევძლებთ, დავიწყოთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში”

„ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა 100%-ით უჭერს მხარს ამ ინიციატივას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნლისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ინიციატივა ჩვენ საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერეიტორიებზე დღეს არსებული დეპოპულაციის პროცესი.
“მე დღეს გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ განვაცხადე, რომ რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, როგორ შევაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორ შევქმნათ პლატფორმა დიალოგისთვის და საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ წვდომა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე, კომერციულ საქმიანობაზე, რათა ჰქონდეთ ელემენტარული საშუალება, თავიანთი ოჯახები გამოკვებონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ ამ ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები