წიწამურის ხიდის ქვეშ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე მდებარე წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძზე, ხიდის ქვეშ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები