ირაკლი კობახიძე კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანზიტო როლი, ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკა – ეს ის მთავარი თემები იყო, რაზეც ირაკლი კობახიძე გერმანელ ახალგაზრდებს ესაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკასა და სამშვიდობო ინციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებს საკონსტიტუციო და დეცენტრალიზაციის რეფორმები გააცნო. მსჯელობა, ასევე, შეეხო ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და დღის წესრიგს, საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიღწეულ პროგრესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები