ილია მეორე – “დაცემას მოსდევს ამაღლება”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ სოხუმის დაცემია დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, დაცემას ამაღლება მოსდევს.
“დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან, დაცემას მოსდევს ამაღლება…
ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის, ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა“, – განაცხადა ილია მეორემ.
წირვის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს აღნიშნავს. ამასთან, დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები