სააერნასნო მომსახურების საწარმოს რესერტიფიცირების და “EUROCONTROL”-ის ექსპერტთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სააერნასნო მომსახურების საწარმოს რესერტიფიცირების და შესაბამისი ევროპული რეგულაციის დანერგვის საკითხებზე “EUROCONTROL”-ის ექსპერტთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს საქართველოში EUROCONTROL-ის ექსპერტი ბოგდან ბრაგუტა იმყოფებოდა.
სააგენტოში გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს, საარნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების შესახებ ევროპული გამოცდილების შესწავლა და ქართული მხარისათვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენდა.
სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, შეხვედრებს „საქაერონავიიგაციის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს შესაბამისი რეგულაციის პრაქტიკული და პროცედურული ასპექტები, ასევე საუკეთესო გამოცდილება ევროპის რეგიონში.
2019 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ევროკავშირის N373/2017 რეგულაციის შესაბამისად, “სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის” შემუშავებას გეგმავს, რის შემდეგაც შპს „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირებას განახორციელებს.
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს რესერტიფიცირება ჩატარდება, როგორც ევროპის ერთიანი ცის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე ჩიკაგოს კონვენციის დანართების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საფუძველზე, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სააგენტოს მხრიდან ზედამხედველობის პროცესებს, ასევე უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურებების მაქსიმალურ მიახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.
ამავე დროს, 373/2017 რეგულაციის დანერგვით საქართველო შეასრულებს ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის არაერთი რეგულაცია დანერგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები