გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა – ზუსტად 25 წლის წინ სოხუმი დაეცა.
„ეს არის ჩვენი უდიდესი ტკივილი. 25 წლის წინ დაწყებული ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ძალიან დიდი იყო. გარდა გმირულად დაცემული ადამიანებისა, ომმა ჩვენ მოგვიტანა ის, რომ მოქალაქეები თავისივე ქვეყანაში დევნილები გახდნენ. ეს არამარტო ქართველების, არამედ აფხაზების ტრაგედიაც არის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთობა აღვადგინოთ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები