შეწყალების კომისიამ ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის, გიორგი მამალაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

„შეწყალების კომისიამ გიორგი მამალაძის საქმე განიხილა, თუმცა კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და შესაბამისად, პრეზიდენტმა დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა“, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.
„საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ”, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი. შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალბატონი და 1 არასწრულწლოვანი.
ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილა.
,,გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები