ნინო ლაცაბიძე და ქეთევან მამულაშვილი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფებოდნენ

ქალაქ კიევში აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებისკონფერენციის (CORLEAP) მე-8 ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, დელეგაციის მუდმივმოქმედი წევრები – ნინო ლაცაბიძე და ქეთევან მამულაშვილი, ასევე ზუგდიდის საკრებულოს წევრი სანდრო სორდია ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის, ეკონომიკური აქტივობის განვითარების, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის, ასევე ევროკავშირთან გრძელვადიანი ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა ასევე ევროკავშირის რეგიონალური კომიტეტის (COR) ხელმძღვანელებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები