კახა კალაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ოკუპაცია განხორციელდა.
„ძალიან მძიმე დღეა – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი. 25 წლის წინ, ამ დღეს აფხაზეთის ოკუპაციას სისხლიანი წერტილი დაესვა. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ჩვენ, მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, არამხოლოდ როგორც ჩვენი ერთიანი ტერიტორიის ნაწილი, არამედ დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი – ჩვენი ძმები და დები. ერთობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას ნამდვილად ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები