მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ჯვართამაღლება ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას აღავლენს.
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა, მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
​დღესვე, წირვის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები