თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის I, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ქერჩის, 26 მაისის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, გობრონიძის, ავალიშვილის და მამკოდის ქუჩების მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შიო მღვიმელის, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, როდენის და თუმანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მცხოვრებლებს;
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ილურიძის, ეკა ბეჟანიშვილის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ამაღლების, წავკისის, ოქროყანის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლაღიძის, ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივი I კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ბოხუას, ფეიქართა, ჭიაურელის, ჩაჩავას და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები