გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავზე გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მოედანზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, შემდეგ კი მებრძოლთა სახელები და გვარები ხმამაღლა წაიკითხეს.

1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გმირების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციას ახალგაზრდები, ომის ვეტერანები, პოლიტიკური პარტიებისა და „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებიც დასწრნენ.

სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები