“ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის”

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებას ეხმაურება. მისი თქმით, ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რადგან მათი ძირითადი ნაწილი სწორედ ტაქსით გადაადგილდება.
„მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიზუალი, 2019 წლიდან ქალაქში ყველა ტაქსი ერთიანი დიზაინით იმოძრავებს, მიმდინარეობს მუშაობა ტაქსის მძღოლებისათვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და შეღავათების დაწესებაზე, ასევე უფასო საპარკინგე ადგილების გამოყოფაზე“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, მერია ტაქსის მძღოლებს მანათობელ აბრებს უფასოდ გადასცემს.
როგორც თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, ახალი რეგულაციების მიხედვით, ტაქსის მძღოლებს საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება, რეკლამების განთავსება და ამით გარკვეული მოგების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები