მამუკა ბახტაძე გურამ თუშიშვილს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გურამ თუშიშვილს გამარჯვებას ულოცავს.
„გილოცავთ! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში!“ – წერს ამერიკაში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში, სადაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ქართველმა ძიუდოსტმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილი უშანგი კოკაურს შეხვდა, რომელიც მასპინძელი აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა.