“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, სადაც უზრუნველყოფილია, როგორც საკუთარი მოქალაქეების ისე ტურისტების უსაფრთხოება”

ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაწინაურდა და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, სადაც უზრუნველყოფილია როგორც საკუთარი მოქალაქეების, ასევე ტურისტების უსაფრთხოება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, რომელიც სასტუმრო “იოტაში” გამართულ შეხვედრას დაესწრო.
მისივე თქმით, საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ბოლოპერიოდში გამოქვეყნებულ არაერთ ანგარიშში მოხვდა, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არაერთ ანგარიშში მოხვდა, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, რაც არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან სასიხარულო, არამედ საერთაშორისო დონეზეც კიდევ უფრო წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო დადებით იმიჯს უქმნის საქართველოს”, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურისტულად მზარდი ქვეყნების სიაშია. საერთაშორისო კვლევითი პორტალის Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები