“უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ხელს შეუწყობს მდგარი ტურიზმის განვითარებას, ქვეყანას მსგავსი შეფასებები ძალიან სჭირდება”

“საქართველო როგორც ტრენდი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული და საინტერესოა“,- ამის შესახებ ქეთევან მელაძემ განაცხადა, რომელიც დღეს სასტუმრო “იოტაში” გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
„ჩვენს მიმართ დიდი ინტერესი აქვთ ევროპის ქვეყნებს. ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების რეიტინგში ქვეყანა უფრო წინ წავიდა და ჩამოიტოვა მაგალითად ავსტრია და ბევრი საინტერესო ქვეყანა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე ხელს შეუწყობს მდგარი ტურიზმის განვითარებას, მსგავსი შეფასებები ძალიან სჭირდება ქვეყანას, შემდეგ არის სერვისი რომელზეც ჩვენ ვზრუნავთ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ბევრს შევცვლით ამ მიმართულებით”,- განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა ქეთევან მელაძემ.
შეხვედრაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურუსტულად მზარდი ქვეყნების სიაშია.
საერთაშორისო კვლევითი პორტალის Numbeo-ს მონაცემებით 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები