ნინო წილოსანი: ტაქსების რეგულაცია ადამიანების უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ტაქსებთან დაკავშირებით, თბილისის მერის მიერ დღეს დაანონსებულ საკითხებს ეთანხმება.

მისი თქმით, ტაქსების რეგულაცია საზოგადოების მოთხოვნაა, ხელისუფლების ვალდებულება კი ამ მოთხოვნის გათვალისწინებით თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა.

„თბილისის მერის ინიციატივა ამ მხრივ მნიშვნელოვან და აუცილებელ ქმედებებს მოიცავს. ვეთანხმები კახა კალაძის მიერ დღეს დაანონსებულ საკითხებს: ეკოლოგიურად სუფთა ტაქსისთვის შეღავათები, რაც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობამ განაპირობა; ვიზუალური სტანდარტის დაწესება; სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელების აკრძალვა, რაც მომავალი წლის 1-ელი ოქტომბრიდან შევა ძალაში და პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებასთან; ასევე, აღსანიშნავია ის პრივილეგიები, რომლებსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ – ეს არის უფასო ადგილები პარკირებისთვის და საკუთარ ავტომობილებზე რეკლამის განთავსების საშუალება, რაც მძღოლისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება“,- აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები