ახალგაზრდა ექიმებს პრემია “ღირსების გზა” გადაეცემათ

თბილისი: 2018 წლის 1 დეკემბერს სასტუმრო „ჰუალინგში“ სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „Therapia საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ადამიანის ინსტიტუტი“ ღონისძიებას – “ღირსების გზა“ გამართავენ, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისთვის პრემიას მოიაზრებს.
პრემია ყოველწლიურად მიენიჭება ექიმებს 40 წლის ასაკამდე, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი სამედიცინო განათლება, პრაქტიკული საექიმო საქმიანობის სტაჟი არანაკლებ 5 წლისა და რომელთა პირადი და პროფესიონალური სამიანობის დამადასტურებელი ფაქტები ეფუძნება კონკურსის წესდებაში ჩამოყალიბებულ პირობებს.
“პრემია წარმოადგენს ქართული მედიცინის საუკეთესო ნიმუშების აღორძინების საქმეში ახალგაზრდა ექიმების მისწრაფებისა და დამსახურების აღიარებას, მათ წახალისებასა და ხელშეწყობას საექიმო ოსტატობის დაუფლების გზაზე. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ექიმთა შემოქმედებით განვითარებას, მოახდინოს ინოვაციური პროფესიული გარემოს ჩამოყალიბება, შემდგომი სამედიცინო საქმიანობის წინსვლისთვის, რათა ადამიანის განკურნება იქცეს მოწოდებად”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები