ექიმი: ვანო მერაბიშვილს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა

“ავერსის” კლინიკის გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა. მისივე თქმით, დამკვეთი სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იყო.
“ჩაუტარდა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რაც დანიშნული იყო პირადი ექიმის მიერ. დამკვეთი ჩვენთვის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელმაც გადმოგვცა სია თუ რა გამოკვლევები უნდა ჩატარებულიყო. საკმაოდ ვრცელი და სრული გამოკვლევები ჩაუტარდა”, – განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.
მისივე თქმით, ჩატარებული გამოკვლევის პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაში იყო გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები