არტ-პროტესტი ლონდონის ქუჩებში – პარკირება “მხოლოდ ნარკოდილერებისთვის” (ფოტო)
პარკირება “მხოლოდ ნარკოდილერებისთვის” და საგზაო ნიშნები “დაუთმე დილერს გზა” აღმოსავლეთ ლონდონში გამოჩნდა.
თაუერ-ჰამლეტის მცხოვრებლებმა Columbia Road Cartel ჯგუფის მხატვრები დაიქირავეს, რათა ამ საშუალებით, ლონდონის გარეუბანში გახშირებული ნარკოდანაშაულის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მიექციათ.
მათი თქმით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ვითარება ბოლო წლებში გართულდა: ქუჩებში დილერები და ნარკომანები დადიან, რომლებიც ნახმარ შპრიცებს სადარბაზოებში ყრიან.
ლონდონის დასუფთავების სამსახურმა “საგზაო ნიშნები” ოპერატიულად ჩამოხსნა.