ტრამპმა აშშ-ის ისტორიაში “ყველაზე დიდი შეცდომა” დაასახელა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში საომარი კამპანია ყველაზე დიდი შეცდომაა აშშ-ის ისტორიაში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ” Hill.TV”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს არის ახლო აღმოსავლეთში ჯარების შეყვანა, რაც პრეზიდენტმა ბუშმა გააკეთა”, – განაცხადა ტრამპმა. მაგრამ, მისივე თქმით, შესაძლოა, ობამაც არასწორად მოიქცა, როდესაც ჯარები იქიდან გამოიყვანა.
“შეიძლება გაუგო სამოქალაქო ომს. სამოქალაქო ომი ეს სამოქალაქო ომია. ეს სულ სხვა რამეა. ჩვენი ჯარების შეყვანა ახლო აღმოსავლეთში, გეტყვით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა ქვეყნისთვის,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პენტაგონის გამოთვლებით, ერაყში, ავღანეთსა და სირიაში საომარ მოქმედებებზე 2001-2018 წლებში გაწეული ხარჯი 1,52 ტრილიონ დოლარს შეადგენს.