ავსტრიაში მატარებელი ავტობუსს დაეჯახა

ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ გრაცში, ხაზის ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა 11 კი – დაშავდა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დღეს 08:00 საათზე მოხდა. მატარებლისა და ავტობუსის შეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა.
ავარიის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები