ნიგერიამ წყალდიდობის გამო, ეროვნული კატასტროფა გამოაცხადა (ვიდეო)

ნიგერიის მთავრობამ ოთხ შტატში წყალდიდობის გამო, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეროვნული კატასტროფა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია​ Twitter-ზე ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
“ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მეთაურის სახელით, მე, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი (NEMA), ინჟინერი მუსტაფა მაიჰაჯა (Mustapha Maihaja), ქვეყნის შემდეგ შტატებში ეროვნულ კატასტროფას ვაცხადებ: კოგიი, ნიგერი, ანამბრა და დელტა”, – განაცხადა მაიჰაჯამ Africa News -ის პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები