სირიაში რუსული თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზეც 14 სამხედრო იმყოფებოდა
სირიაში სამძებრო სამაშველო ოპერაცია რუსული ილ-20-ის გაუჩინარების გამო მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, გენერალ-მაიორი, იგორ კონაშენკოვი აცხადებს.
“ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ილ-20-ის გაუჩინარების რაიონში მიმდინარეობს”, – განაცხადა მან.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ 17 სექტებერს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე განაცხადა, რომ შეწყდა კავშირი თვითმფრინავთან, ილ-20-თან, რომელიც ხმეიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა. სამხედრო უწყების თანახმად თვითმფრინავი 14 კაციანი ეკიპაჟით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 35 კილომეტრში იმყოფებოდა. როგორც უწყება იტყობინება, დაახლოებით იმავე დროს ისრაელის 4 გამანადგურებელი F-16 ლატაკიაში სირიის ობიექტებს თავს დაესხა.