თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ადამიანი ემსხვერპლა
ცენტრალურ თურქეთში, აფონკარახისარის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 ადამიანი დაიღუპა, 28 კი – დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NTV ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა აფონკარახისარი-ანტალიის ტრასაზე მოხდა. ხაზის ავტობუსი, რომელიც ანტალიიდან ესკიშერიხში მიდიოდა, ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო, ტრასიდან გადავიდა და ამოობრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.