მსოფლიოში პირველმა წყალბადზე მომუშავე მატარებელმა მგზავრების გადაყვანა დაიწყო
მსოფლიოში პირველი წყალბადის ელემენტებზე მომუშავე მატარებელი გერმანიის ჩრდილოეთით მგზავრების გადაყვანას იწყებს.
დღეს, 17 სექტემბერს, მატარებელმა – Coradia iLint პირველი რეგულარული რეისი შეასრულა.
მატარებელი გერმანიის ქალაქ ზალცგიტტერში, ფრანგული კომპანიის Alstom-ის მიერაა დაპროექტებული და აწყობილი.