უკრაინელ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ (ვიდეო)
უკრაინაში, გენერალური პროკურატურის შენობასთან, ტელეარხ NewsOne-ის ჟურნალისტს, დარინა ბილერს, უცნობმა პირებმა დაარტყეს. თავდასხმის ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა.
პირდაპირი ეთერის დროს, უცნობებმა ჟურნალისტს თავში ჩაარტყეს, ბილერმა გააგრძელა მუშაობა, მაგრამ მალევე მასთან მივიდა უცნობი ქალი და მიკროფონის წართმევა დაუწყო. ამ დროს პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა.