შვეიცარიამ რუსეთს თავის ტერიტორიაზე ჯაშუშობის შეწყვეტა მოსთხოვა

შვეიცარიის მთავრობამ, რუსეთისგან შვეიცარიის ტერიტორიაზე უკანონო სათვალთვალო ოპერაციების შეწყვეტა მოითხოვა.
პარასკევს ადგილობრივმა გაზეთებმა დაწერეს, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ერთ-ერთ ქალაქში უკანონო თვალთვალის ეჭვის საფუძველზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, მათ შვეიცარიის ლაბორატორია აინტერესებდათ, სადაც სკრიპალების საქმის მასალებს შეისწავლიან.
“შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამმართველო რუსეთს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკანონო ოპერაციები შვეიცარიის მიწებზე ან შვეიცარიის ობიექტების მიმართ”, – ნათქვამია შვეიცარიის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წელს რუსეთის ელჩი სამინისტროში უკვე სამჯერ იყო გამოძახებული, რათა შეშფოთება გამოეთქვათ ჯაშუშური ოპერაციების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები