პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის შეწყვეტის დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეწყვეტის ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ პოროშენკოს პრესსამსახური იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ შეტყობინებას 30 სექტემბერს მიიღებს, ხოლო პოროშენკო შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის 1997 წელს შედგა. ის წარმოადგენდა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის საფუძველს, რომელიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას ასახავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები