რომის პაპმა მაფიოზებს მონანიებისკენ მოუწოდა
რომის პაპმა, სიცილიაში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას მაფიოზებს მიმართა. მან სთხოვა მაფიოზებს, უარი თქვან დანაშაულსა და ძალადობაზე.
პაპმა ფრანსისკემ თქვა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომელთაგან უმრავლესობა ეკლესიაში დადის და ღიად ახდენენ საკუთარი რელიგიის დემონსტრირებას, “არ შეიძლება სწამდეთ ღმერთის და იყვნენ მაფიოზები” ერთდროულად. მან მაფიოზებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ძვირფასო დანნო და ძმანნო”.
“მაფიოზი არ ცხოვრობს ქრისტიანულად, ვინაიდან თავისი ცხოვრების წესით იქ ღმერთის წინააღმდეგ მიდის და სცოდავს”, – განაცხადა პაპმა.
რომის პაპი, სიცილიაში, ქალაქ პალერმოში, მამა ჯუზეპე “პინო” პულიზისთვის ხსოვნის პატივსაცემად ჩავიდა. ის მაფიოზებმა 1993 წელს მოკლეს, მას მერე, რაც ის ღიად დაუპირისპირდა დანაშაულებრივ ორგანიზაციებს, რომელიც ქალაქს აკონტროლებდა.