შვეიცარიის სოფლის მაცხოვრებლებს ყოველთვიურად ფულს დაურიგებენ

შვეიცარიის სოფელ რეინაუში ექსპერიმენტის სახით, მაცხოვრებლებს ფულს უსასყიდლოდ დაურიგებენ. რეინაუს მაცხოვრებლებს ყოველთვიურად, დაახლოებით, 2500 შვეიცარიულ ფრანკს ( 2584 დოლარამდე) დაურიგებენ.
ექსპერტიმენტი ადამიანის ქცევის კვლევის მიზნით ტარდება – მოახდენს თუ არა საბაზისო შემოსავალი დამატებითი თანხების მოპოვების სტიმულირებას. პროექტის ინიციატორი რეჟისორი რებეკა პენიანია. სოფლის მაცხოვრებლების უმრავლესობამ ამ პროექტს მხარი დაუჭირა. თანხები ამ სოციალური ექსპერიმენტისთვის კრაუდფანდინგის მეშვეობით იქნება შეგროვებული.
ორი წლის წინ ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმზე შვეიცარიელები „იოლი ფულის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ. თუმცა, ინიციატივის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ გამოსაკვებად ფულის შოვნის აუცილებლობის მოხსნის შემდეგ, ადამიანები შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდას ახერხებენ.
მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარდა ნამიბიის ერთ–ერთ ქალაქშიც. თანხა მხოლოდ 10 ევროს წარმოადგენდა, მაგრამ რადგან ადამიანებს, თუნდაც საჭმლის ყიდვის ფული გარანტირებული ჰქონდათ, პროექტის მონაწილეებმა საკუთარ თავში მრავალმხრივი ნიჭი აღმოაჩინეს. მოსახლეობის შემოსავალი 29 %–ით გაიზარდა, უმუშევრობა კი ორჯერ შემცირდა.
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მომხრეებმა წარმატებას ინდოეთში 2011 წელსაც მიაღწიეს, როდესაც რამდენიმე სოფელში დიდწილად გაიზარდა ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები