რა ვითარებაა ამერიკაში, სადაც ქარიშხალი “ფლორენსი” მძვინვარებს (ვიდეო)
ამერიკაში, სამხრეთ კაროლინას შტატში ქარიშხალი “ფლორენსი” მძვინვარებს. ამ დროისთვის დაახლოებით 1300 ავიარეისი გადაიდო, 7 მილიონი ადამიანი კი თავშესაფარში იმყოფება.
სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხლის სიმძლავრემ პირველ კატეგორიამდე იკლო, მაგრამ შტატში და მის მახლობლად ადამიანების ყოფნა საფრთხის შემცველია. სამხრეთ კაროლინასთან ახლოს განლაგებული ქალაქებიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია, დაკეტილია სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და ოფისები.