ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის სამხრეთით მიკრავტობუსის ხევში გადაჩეხვის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა 16 კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Hindustan Times ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ინდოეთში, შტატ ჯამმუში, დღეს დილით მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
დაზარალებულებს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა გაუწიეს, მოგვიანებით კი ადგილზე პოლიცია და ჯარი მივიდა, რის შემდეგაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს