ავსტრიაში, ტბის ფსკერზე ჰიტლერის ძვირფასეულობა იპოვეს
ავსტრიაში, ტოპლიცის ტბის ფსკერზე, გერჰარდ ზაუნერმა ჰიტლერის ბეჭედი იპოვა, რომელზეც მისი სახელი და დაბადების თარიღია ამოტვიფრული. როგორც თავად გერჰარდი ამბობს, ის ამ ბეჭედს 60 წლის მანძილზე ეძებდა.
ვერცხლის საიუველირო ნაკეთობაზე ამოტვიფრულია ჰიტლერის სახელი და მისი დაბადების თარიღი 20 აპრილი 1889 წელი, ზემოდან კი თავისქალაა გამოსახული. ამის შესახებ The Daily Star წერს.
ზაუნერის თქმით, ბეჭედი ჰისტლერის კოლექციაში იყო, რომელიც მას მოპარეს და ეს კოლექცია მთელს ევროპაშია მიმოფანტული.
1959 წელს, კოლექციონერი ზაუნერი ტოპლიცის ტბაში ჩაეშვა მეგობრებთან ერთად მან აღმოაჩინა 72 მილიონი ფუნტი სტერლინგი, რომელიც ნაცისტურ ეპოქას მიეკუთვნებოდა. ის ამაზე არ შეჩერებულა.
ახლა კი ზაუნერმა კერძო მუზეუმი გახსნა, რათა ყველა თავისი ნაპოვნი საგანი შეინახოს.