კემეროვოში მომხდარ ტრაგედიას ახალი ფიგურანტი ჰყავს
“Госстройнадзор”-ის ყოფილი თანამშრომელი, სვეტლანა შენგერეი, რუსეთში, კემეროვოს ოლქში სავაჭრო ცენტრ “Зимняя вишня”-ს ხანძრის საქმეში ახალ, მეთერთმეტე ფიგურანტად ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას კემეროვოს რაიონული სასამართლო ავრცელებს.
გამოძიება მოითხოვს შენგერეის დაპატიმრებას, მაგრამ კონკრეტულად რა არის მისი დანაშაული, ამ დროისთვის უცნობია.
“Зимняя вишня”-ს ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში 25 მარტს მოხდა. შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათგან უმრავლესობა ბავშვები იყვნენ.
ძირითადად, შენოიდან გამოღწევა ვერ მოასწრეს მათ, ვინც კინოდარბაზში იმყოფებოდა.
საქმეში ეჭვმიტანილი 11 ადამიანია, მათ შორის არიან მფლობელი და შენობის მმართველი, დაცვის თანამშრომელი და ასევე ის, ვინც სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვებაზეა პასუხისმგებელი.