“რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა მიერ არის ინიცირებული, უკვე აქვს რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერა”

“ეს არის რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა მიერ არის ინიცირებული. მას უკვე აქვს რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იმედია მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
საუბარია სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარების” დამგმობ რეზოლუციაზე, რომელიც აშშ-ს კონგრესში შევიდა.
„ეს არის რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა მიერ არის ინიცირებული. მას უკვე აქვს რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა, იმედია, მომავალშიც გაგრძელდება. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-სთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო და ფაქტობრივად გზავნილი ყველას მიმართ, ვინც კი შეეცდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარად გაგრძელებაა იმის, რომ 2017-18 წლების ასიგნებათა აქტში, რომელიც საკანონმდებლო დოკუმენტია, არის მკაფიო ჩანაწერი არაღიარებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს აქტიური მხარდაჭერა და პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ბუნებრივია საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია”, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასევე არსებობს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელშიც საუბარია „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაზე“ და შესაძლო ფინანსურ შეზღუდვებზე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც ამ სიაშია.
“ასევე არსებობს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ინიცირებულია და ძლიერი რეზოლუციაა. გარკვეული პროცედურებია საჭირო ამ რეზოლუციის გასასვლელად, რომელშიც საუბარია „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაზე“ და შესაძლო ფინანსურ შეზღუდვებზე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც მოხვედრილია ამ სიაში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები