უეს მიტჩელი: საქართველო სიღრმისეულად დასავლურია და აუცილებლად მოხვდება ნატო-ში

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, უეს მიტჩელმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მოხვდება ნატო-ში.
მისივე თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი სიმბოლოა დასავლური თავისუფლების, ღირებულებების და დემოკრატიისა.
„როგორც აპრილში აღვნიშნე, საქართველო აუცილებლად მოხვდება ნატო-ში, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი. რამდენიმე წლის წინ, როცა სერგეი ლავროვი აკეთებდა კომენტარს საქართველოზე, ის ამბობდა, რომ დასავლეთი საქართველოში არ უნდა იყოს. ამის, საპირისპიროდ, მე ვიტყოდი, რომ საქართველო სიღრმისეულად დასავლურია. ქართული პოლიტიკური ინსტიტუციები ებრძვიან კორუფციას, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ვფიქრობ, რომ საქართველო მუდმივად გიჩვენებს, რომ ეს არის მათი დასავლური მომავალი. საქართველო არის მნიშვნელოვანი სიმბოლო დასავლური თავისუფლების, დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისა. ისინი მძიმე სამეზობლოში არიან და არ იყო ისტორიულად ამ ყველაფრის დაცვა ადვილი. დღეს აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას საქართველოში, ოქტომბერში იქნება არჩევნები, საქართველო ებრძვის კორუფციას, ეს არის რეფორმებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”, – განაცხადა მიტჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები