მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიტჩელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიტჩელს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსს.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები. ხაზგასმით აღინიშნა თავისუფალი ვაჭრობის კუთხით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე.
ამასთან, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მყარი ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში, რის დასტურიც არის ბოლო პერიოდში ინიცირებული რეზოლუციები, ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში, იქნება კიდევ ერთი კარგი საშუალება იმისთვის, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან განხილული იქნას ურთიერთობის ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც გათვალისწინებულია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს და აღინიშნა, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები