პრემიერი მარიხუანას კულტივაციაზე: მთავრობას გათვითცნობიერებული აქვს ყველა რისკი და ამიტომ ეს საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთავრობას გათვითცნობიერებული აქვს ყველა რისკი და ამიტომ გადაწყვიტა მარიხუანას კულტივაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. მისივე თქმით, თუ კულტივაცია გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში არ მოექცევა, ეს მნიშვნელოვან რისკებს შექმნის.
„ვინაიდან გვაქვს რისკები გათვითცნობიერებული, რომ არ შეიძლება, ზოგადად ამ მცენარის და ამ ნივთიერების კულტივაცია, რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად, მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის და სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი მთავარი მიზანი გახლდათ, დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში, მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას პრობლემას“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები