“ახალ პრეზიდენტს საქართველოს ადვოკატირება მოუწევს, მან უნდა თქვას, რომ რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას”

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე, “მსოფლიო თავდაყირა – 2018″ სიტყვით გამოსვლისას მომავალ პრეზიდენტზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ახალ პრეზიდენტს საქართველოს ადვოკატირება მოუწევს, მან ყველა ქვეყანაში უნდა თქვას, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს.
„მე პატივს ვცემ ინსტიტუტს, რომლისთვისაც 5 წელი ვიბრძოდი. ახალ პრეზიდენტს მოუწევს ადვოკატირება საქართველოსი და უნდა თქვას ყველა ქვეყანაში, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ეს არ უნდა გამართლდეს. ნებისმიერი, ვინც ამას გაამართლებს, არის ისტორიის ბნელ მხარეს, ის არის რუსეთის მხარეს. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ იარაღი უჭირავთ და იცავენ მოქალაქეებს, როცა ისინი იბრძვიან, მათ ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები