თბილისს, სამუშაო ვიზიტით, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვევა, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
გიორგი მარგველაშვილის სახელით ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ კალიულაიდის ვიზიტი კიდევ ერთხელ ნათელი გამოხატულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის.
,,უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორთან დაგეგმვა იმ შემდგომი ნაბიჯებისა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მაკკეინის კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად თბილისში, სადაც სწორედ მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები