დარიალში მთის მასის მოწყვეტას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა
დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეწყერმა ავტომობილები მოიყოლა და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ასევე საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.