ავღანეთში, თალიბების თავდასხმის შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთით, რადიკალი თალიბების თავდასხმის შედეგად, ავღანური პოლიციის 14 თანამშრომელი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი 1TV იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტი ღამის საათებში ავღანეთში, სამანგანის პროვინციაში მოხდა. პროვინციის გუბერნატორის, სედიკ აზიზის განცხადებით, კიდევ ექვსი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. მისივე განმარტებით, შეტაკებისას 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა, კიდევ ოთხმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ტელეარხის ინფორმაციით თალიბებმა პოლიციის კუთვნილი იარაღი მოიპარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები