უკრაინაში მამაკაცმა ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა
უკრაინაში, ნიკოლოევსკის რაიონში მამაკაცმა თვითნაკეთი იარაღიდან მცირეწლოვნებს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიციის, ნიკოლოევსკის რაიონის სამმართველო ავრცელებს.
“შეტყობინება ინციდენტის შესახებ კვირას, ნიკოლოევსკის რაიონის ნაციონალური პოლიციის სამმართველოში, დაახლოებით, 17:00 საათზე შემოვიდა. ნოვაია ოდესას დასახლებაში, 68 წლის მამაკაცმა ბავშვებს, რომლებიც თამაშობდნენ, ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ტრამვირებულნი იყნენ 12 წლის ბიჭი და 5 და 9 წლის ორი გოგონა. თვითონ თავდამსხმელმაც მიიღო დაზიანებები”, – ნათქვამია პოლიციის სამმართველოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციის თანახმად, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, იარაღი კი ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით, რომლის სანქციაც 15-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.