პარიზში უცნობი პირი გამვლელებს თავს დაესხა

პარიზში უცნობი პირი გამვლელებს დანით თავს დაესხა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი BFM TV იტყობინება.
ინციდენტი პარიზში გვიან ღამით მოხდა. თავდაპირველად დამნაშავე ორ მამაკაცსა და ქალს დაესხა თავს. ერთ-ერთმა თვითმხილველმა უცნობს მეტალის ბურთი ესროლა, რითაც დამნაშავე დააფრთხო, ის ადგილიდან მიიმალა და მოგვიანებით, ანრი ნოგერის ქუჩაზე ორ ბრიტანელ ტურისტს თავს დაესხა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ეჭვმიტანილი დანაშაულთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა. გაზეთ Parisien-ის ინფორმაციით, დამნაშავე ავღანური წარმოშობისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები