მექსიკაში 160-ზე მეტი საიდუმლოდ დამარხული ადამიანის თავის ქალა აღმოაჩინეს
მექსიკის შტატ ვარაკრუსის პროკურორმა, ხორხე უინკლერმა, შტატის ტერიტორიაზე საიდუმლოდ ჩამარხული 166 ადამიანის თავის ქალის შესახებ განაცხადა. უინკლერის თქმით, აგვისტოს დასაწყისში, ამ ადგილას ჩამარხულთა შესახებ შეტყობინება პოლიციაში უცნობი ადამიანისგან შევიდა, რის შემდეგაც პროკურატურამ შემოწმება დაიწყო.
“30-დღიანი სამუშაოების შემდეგ, ნაპოვნია სულ მცირე, 166 ადამიანის თავის ქალა”, – განაცხადა უინკლერმა პრესკონფერენციაზე. ნაპოვნი იქნა ასევე ტანსაცმლის 200-მდე ფრაგმენტი, 114 პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბევრი პირადი მოხმარების ნივთი, ექსპერტების აზრით, ცხედრები 2 წლის წინ დამარხეს.