ფიჯის სანაპიროებთან 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში, ფიჯის კუნძულების მახლობლად, 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 03:49 საათზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლსა და ნგრევაზე არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა.