ნიგერიაში, წყალდიდობის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის შტატ კებბიში წყალდიდობის გამო, 10 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას Daily Post Nigeria ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ძლიერი წყალდიდობის შედეგად, რომელიც უწყვეტმა წვიმამ გამოიწვია, ერთი ჯარისკაცი და 9 რიგითი მოქალაქე დაიღუპა. შეტყობინებების მიხედვით, ჯარისკაცი სტიქიას მაშინ ემსხვერპლა, როდესაც ქალის გადარჩენას ცდილობდა”, – განაცხადა შტატის გუბერნატორის მოადგილემ, აბუბაკარ დაკინგარიმ.
წყალდიდობამ შტატში ბევრი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და სასოფლო-სამეურნეო მოსავალიც დააზიანა.