ინდოეთში, ხიდის ჩანგრევის ადგილას, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

ინდოელი მაშველები ქალაქ კალკუტასთან მდებარე ჩამონგრეულ ხიდთან სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთი Times of India ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 40 წლის წინ აშენებული ხიდი პიკის საათებში, რკინიგზის ხაზების თავზე ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1და დაშავებულია 23 ადამიანი. ტრაგედიის დროს, ხედზე და მის ქვეშ რამდენიმე მანქანა გადაადგილდებოდა, მგზავრთა დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები